ლინკოლნ მიტჩელი: საწვრთნელი ბანაკები საქართველოს დიდ სამიზნედ აქცევს

საწვრთნელი ბანაკები საქართველოს დიდ სამიზნედ აქცევს“ ვფიქრობ, ეს მძიმე გადაწყვეტილებაა საქართველოსთვის, – ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ლინკოლნ მიტჩელმა “ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროს საქართველოში სირიელი მეამბოხების საწვრთნელი ცენტრის შესაძლო განთავსების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
„მე ვფიქრობ, ეს მძიმე გადაწყვეტილებაა საქართველოსთვის, ერთი მხრივ, მას აქვს ინტერესები გლობალურ პოლიტიკაში, მას სურს, მხარი დაუჭიროს დასავლეთს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. თუმცა საწვრთნელი ბანაკები საქართველოს დიდ სამიზნედ აქცევს. საქართველოსთვის წინა თვეში მაპი რომ მიეცათ, ამ იდეას საქართველოში დიდი მხარდაჭერა ექნებოდა, ახლა კი შეიძლება ადამიანებმა იკითხონ – რატომ ვშვრებით ამას, კიდევ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნატოში მიგვიღონ. არ მინდა ეს საკითხი საქართველოში მოსახლეობის პოლიტიკურად დაყოფის მიზეზი გახდეს“,-აცხადებს მიტჩელი. Foreign Policy-ის ინფორმაციით, საქართველომ აშშ-ს საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი ამბოხებულების გაწვრთნა შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები