აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმი პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

დადგენილების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 1 ოქტომბრის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა.

აღსანიშნავია, რომ შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდან არის დაკეტილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები