გაეროს გენერალური მდივანი: არაერთხელ მომისმენია, რომ მე „ჰამასი“ არასდროს გამიკრიტიკებია – „ჰამასი“ 102-ჯერ დავგმე

„ჰამასი“ 102-ჯერ დავგმე, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ნიუ-იორკში, მედიის კეთილსინდისიერების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მან სტატისტიკის მომზადება ითხოვა.

„მე ჩემ შესახებ დეზინფორმაციის ერთ მაგალითს მოგიყვანთ. არაერთხელ მომისმენია, რომ მე „ჰამასი“ არასდროს გამიკრიტიკებია, რომ მე „ჰამასი“ არ დავგმე და მხარს ვუჭერ.

სტატისტიკის მომზადება ვითხოვე. მე „ჰამასი“ 102-ჯერ დავგმე, მათ შორის 51-ჯერ ოფიციალურ გამოსვლებში, დანარჩენი სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე. ასე რომ, მინდა ვთქვა, რომ საბოლოოდ, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს“, – აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები