თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რეჯეფ თაიფ ერდოღანი ასტანაში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უახლოეს დღეებში ასტანაში რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თურქულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„უახლოეს დღეებში, შესაძლებელია, ჩვენი პრეზიდენტი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ყაზახეთში შეხვდნენ“, – განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი იმედოვნებს, ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეძლებენ შეხვედრის გამართვას შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული სამიტი 3-4 ივლისს ასტანაში გაიმართება.