ვიქტორ ორბანის ესკორტი გერმანიაში ავარიაში მოყვა – დაიღუპა ერთი პოლიციელი

პოლიციის ესკორტი, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს გერმანიაში ვიზიტის დროს აცილებდა, ავარიაში მოყვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი გერმანელი პოლიციელი დაიღუპა, მეორე კი – მძიმედ დაშავდა.

ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ შტუტგარტში მოხდა, სადაც BMW-ს მარკის ავტომობილი პოლიციელის მოტოციკლს შეეჯახა, რომელიც მეორე მოტოციკლს შეეჯახა.

გარდაცვლილი 61 წლის პოლიციელია.

ცნობისთვის, ორბანი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები