ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაური იური სოდოლი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, სოდოლს გენერალი ანდრეი გნატოვი ჩაანაცვლებს.

„გადავწყვიტე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იური სოდოლი ბრიგადის გენერლით, ანდრეი ჰნატოვით ჩავანაცვლო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები