დაღესტანში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

დაღესტანში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ტატიანა ბელიაევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დაშავებულია 46 ადამიანი <…> სამწუხაროდ, 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან სამართალდამცავები და მშვიდობიანი მოქალაქეები“, – განაცხადა მან ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ მაჰაჩყალასა და დერბენტში უცნობი შეიარაღებული პირები ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებას თავს დაესხნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები