რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სელიდოვე დაბომბეს – დაშავებულია 5 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვია

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სელიდოვე დაბომბეს, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 2 ბავშვია. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზეც.

პარალელურად, ათობით კერძო სახლი და რამდენიმე კორპუსი დაზიანდა კიევის გარეუბანში დრონების ჩამოგდების შედეგად.

რუსული მედიის ინფორმაციით, სევასტოპოლზე უკრაინის სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 151-მდე გაიზარდა. მათი უმეტესი ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შეტევის შედეგად დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები