გვატემალაში, ჰონდურასსა და ელ სალვადორში ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა

ძლიერმა წვიმამ, რომელიც დაატყდა გვატემალას, ჰონდურასსა და ელ სალვადორს, სულ მცირე 30 ადამიანი იმსხვერპლა.

ელ სალვადორში, ქარიშხლის გამო 19 ადამიანი დაიღუპა, – აღნიშნულის შესახებ ადგილობრივ მედიას სამოქალაქო დაცვის დირექტორმა, ლუის ალონსო ამაიამ, განუცხადა.

სოიაპანგოს რაიონში, რომელიც დედაქალაქ სან სალვადორიდან ექვს მილში მდებარეობს, მეწყერმა საცხოვრებელი სახლი გაანადგურა და შემთხვევას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ელ სალვადორში სახლებიდან 2500-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

გვატემალაში 10 ადამიანი დაიღუპა. წვიმების გამო 350-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია და ისინი ამ დრომდე თავშესაფრებში რჩებიან, – იტყობინება ქვეყნის კატასტროფების შემცირების ეროვნული კოორდინატორი.

გვატემალას ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაზიანდა 2900 სახლი, 225 გზა და 27 სკოლა.

ჰონდურასში სტიქიის გამო ერთი ადამიანი დაიღუპა, ქვეყნის მუდმივი საგანგებო კომიტეტის ანგარიშის მიხედვით და 1200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები