მომაკვდინებელი წყალდიდობა ჩინეთში – დაღუპულია, სულ მცირე, 55 ადამიანი

ჩინეთში კოკისპირულმა წვიმამ წყალდიდობა და ღვარცოფები გამოიწვია. სამხრეთ ჩინეთში ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მედიის ცნობით 9 ივნისიდან მოყოლებული, წყალდიდობის შედეგად სამხრეთ ჩინეთში, სულ მცირე, 55 ადამიანი დაიღუპა. მათგან 47 ადამიანი, გასულ პარასკევს, გუანდუნის პროვიცნციაში, ქალაქ მეიჩჟოუში დაიღუპა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული რაიონია რეგიონში.

როგორც ცნობილია აღნიშნული რაიონი წყალდიდობას ყოველწლიურად აპრილიდან სექტემბრამდე ებრძვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები