ასტანას ცენტრში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, ხანძარი გაჩნდა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი 26 სართულია სახლში მოხდა. აღნიშნულის შესახებ Tengrinews-ი იტყობინება.

ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იტყობინება, რომ ცეცხლი შენობის ბოლო სართულზე მდებარე ბინების გარე საფარი გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე სულ მცირე 72 მეხანძრე და 16 ტექნიკა მუშაობს. მაშველებმა შენობიდან ადამიანების ნაწილობრივ ევაკუაცია მოახდინეს, ნაწილმა კი შენობის დატოვება თავად მოახერხა. როგორც ცნობილია ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები