ანტონიო გუტიერეში ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაძაბულობის ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებას გამოთქვამს ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაძაბულობის ესკალაციის გამო. ანტონიო გუტიერეშის თქმით, გაეროს მშვიდობისმყოფელები აქტიურად მუშაობენ სიტუაციის დასამშვიდებლად და არასწორი გათვლების თავიდან ასაცილებლად.

„მოდით, მკაფიოდ ვთქვათ, დაუშვებელია, კიდევ ერთი ლიბანი კიდევ ერთი ღაზის სექტორი გახდეს. ერთმა არასწორმა ნაბიჯმა და არასწორმა გათვლამ შესაძლოა, კატასტროფა გამოიწვიოს, ეს არ უნდა მოხდეს”, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები