რუსეთის არმიამ ხარკოვი დაბომბა

რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანია დაღუპული და ორი დაშავებული, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქალაქის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ცნობით, რუსეთის ძალებმა ქალაქის საცხოვრებელ რაიონზე ოთხი დარტყმა მიიტანეს.

ამასთან, ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარტყმა საავიაციო ბომბებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები