საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

A local resident holds bottles of water next to a wildfire burning in the village of Latas, in southern Greece, June 21, 2024. REUTERS/Giorgos Moutafis

საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი 55 წლის მამაკაცია. ის პელოპონესის ნახევარკუნძულზე დაშავდა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ცნობისთვის, მეხანძრეები ცეცხლის 45-ზე მეტ კერას ებრძვიან. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია 120 მეხანძრე და ათობით ერთეული ტექნიკა.

სტიქიით დაზარალებული რეგიონის რამდენიმე სოფლიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები