თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

თურქეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა მარდინისა და დიარ ბაქირის რაიონებში. დაშავებულია 78 ადამიანი. 5 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ხანძრის შედეგად დაღუპულია ასობით შინაური ცხოველი. ამჟამად ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები