ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თეთრი სახლის საჯარო კრიტიკა აუცილებელი იყო
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ საჯარო კრიტიკა, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის მიმართ განხორციელდა, აბსოლუტურად აუცილებელი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
კითხვაზე მისი ვიდეო მესიჯის შესახებ, რომელშიც მან გააკრიტიკა თეთრი სახლი იარაღის მიწოდების შეფერხების გამო, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ „რამდენიმე თვის წინ წარმოიშვა მნიშვნელოვანი პრობლემები. და ფაქტობრივად, ჩვენ ვცდილობდით ბევრ საუბარში ჩვენს ოფიციალურ პირებსა და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის და ჩემსა და პრეზიდენტს შორის გამოგვესწორებინა [იარაღის] მიწოდების შემცირება“.
ნეთანიაჰუს მტკიცებით, მან ვერ შეძლო ამ საკითხის გადაჭრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დროსაც კი.
„ვგრძნობდი, რომ ეთერში ამაზე საუბარი აბსოლუტურად აუცილებელი იყო თვეების განმავლობაში ჩუმი საუბრების შემდეგ“, – დასძინა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.