გაეროში ირანის მისია: „ჰეზბოლას“ აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი და ლიბანი ისრაელისგან დაიცვას

ლიბანის წინააღმდეგობის მოძრაობას, „ჰეზბოლას“, აქვს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი თავი და ლიბანი, – ამის შესახებ გაეროში ირანის მისიის განცხადებაშია აღნიშნული.

„ისრაელის საოკუპაციო რეჟიმის ნებისმიერმა უგუნურმა გადაწყვეტილებამ შეიძლება რეგიონი ახალ ომში ჩააგდოს, რომლის შედეგი იქნება ლიბანის ინფრასტრუქტურის, ასევე 1948 წლის ოკუპირებული ტერიტორიების განადგურება. უდავოა, ამ ომს ერთი საბოლოო დამარცხებული მხარე ეყოლება: ეს არის სიონისტური რეჟიმი. ლიბანის წინააღმდეგობის მოძრაობას, „ჰეზბოლას“, აქვს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი თავი და ლიბანი – ალბათ ამ არალეგიტიმური რეჟიმის თვითგანადგურების დრო დადგა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები