კიმ ჩენ ინმა ვლადიმერ პუტინს ორი ძაღლი აჩუქა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ვიზიტის დროს ორი ენდემური ჯიშის ძაღლი აჩუქა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ „პუნგსანი“ მონადირე ძაღლის ჯიშია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის რეგიონშია გავრცელებული.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე წლის წინ სამხრეთ კორეის ყოფილმა პრეზიდენტმა მუნ ჯე-ინმა ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტისგან ამავე ჯიშის ძაღლები მიიღო საჩუქრად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები