დიმიტრი გულიას რეაბილიტირებული ძეგლის გახსნა

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, აფხაზი მწერლის – დიმიტრი გულიას დაზიანებული ძეგლი აღდგა. თბილისის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, მოწყობილ ღონისძიებაზე დიმიტრი გულიას რეაბილიტირებულ ძეგლს გახსნიან და გვირგვინით შეამკობენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი. ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას რეაბილიტირებული ძეგლი საზეიმოდ გაიხსნება. მწერლის სკულპტურა, რომელსაც სახის ნაწილი ჰქონდა დაზიანებული, ცნობილმა რესტავრატორმა ელდარ ციციშვილმა აღადგინა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი. 2014 წელი დიმიტრი გულიას 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები