უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორის პირდაპირმა ზარალმა, ორწლიანი ომის განმავლობაში, 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორმა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში 10 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი ზარალი განიცადა, – ამის შესახებ უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტარას ვისოცკიიმ კონფერენციაზე „უკრაინის სოფლის მეურნეობის აღდგენა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული სექტორის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მსოფლიო სურსათის ბაზრების სტაბილურობა უზრუნველყოფილი იყოს.

„უკრაინელმა ფერმერებმა რუსული აგრესიის გამო მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. 5,8 მილიარდი დოლარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განადგურებიდან 250 მილიონ დოლარზე მეტი მეცხოველეობის ფერმების ზარალამდე და განადგურებამდე. ხოლო 2022 წელს სურსათის საერთაშორისო ფასები დაახლოებით 35%-ით გაიზარდა. სიტუაცია მხოლოდ მას შემდეგ დასტაბილურდა, რაც ახალი საექსპორტო მარშრუტები შეიქმნა, ამიტომ უკრაინის სოფლის მეურნეობის აღდგენისთვის საჭიროა მხარდაჭერა“, – განაცხადა ვისოცკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები