ნატოს თავდაცვის ბიუჯეტი წელს თითქმის 1,5 ტრილიონი დოლარი იქნება

ნატოს თავდაცვის ბიუჯეტი წელს თითქმის 1,5 ტრილიონი დოლარი იქნება.

ვაშინგტონის სამიტამდე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავდაცვის ხარჯების კიდევ ერთი შეჯამება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ნატოს ყველა ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი მიმდინარე ფასებში 2024 წელს თითქმის 1,5 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.

მედიის ცნობით, თავდაცვის ხარჯების შემაჯამებელი მონაცემები და შესაბამისი ინფოგრაფიკა ნატოს ვებგვერდზეა განთავსებული.

ქვეყნები, რომელთა თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 2 პროცენტზე ნაკლებია, კვლავ ხორვატია, პორტუგალია, იტალია, კანადა, ბელგია, ლუქსემბურგი, სლოვენია და ესპანეთი არიან.

წლევანდელ ხარჯებში ლომის წილი შეერთებულ შტატებს უკავია – 967 მილიარდ 707 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო ევროპელი მოკავშირეებისა და კანადის ჯამური თავდაცვის ხარჯები 506 მილიარდ 693 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები