ლინ ჯიანი: ნატოს მოვუწოდებთ, გადაბრალება შეწყვიტოს და უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისთვის რაიმე პრაქტიკული გააკეთოს

ნატოს მოვუწოდებთ, გადაბრალება შეწყვიტოს და უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისთვის რაიმე პრაქტიკული გააკეთოს, – ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ლინ ჯიანი ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ჩინეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერას შედეგები უნდა მოჰყვეს, თუ ის თავის ქცევას არ შეცვლის.

„ჩვენ ნატოს მოვუწოდებთ, გადაბრალება შეწყვიტოს, ცეცხლზე ნავთი არ დაასხას და კონფლიქტი არ გააღვივოს, არამედ უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისთვის რაიმე პრაქტიკული გააკეთოს“, – განაცხადა ლინ ჯიანმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩინეთის ობიექტურ, მიუკერძოებელ პოზიციასა და კონსტრუქციულ როლს აღიარებს.

ინფორმაციისთვის, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, პეკინი მხარს უჭერს რუსეთის საომარ ძალისხმევას და ამავდროულად, ცდილობს შეინარჩუნოს ურთიერთობები ევროპელ მოკავშირეებთან, რაც „გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ იმუშავებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები