თეთრ სახლში იენს სტოლტენბერგისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა გაიმართა

თეთრ სახლში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს ვებგვერდზე ვრცელდება.

„დღეს შეგვიძლია, გამოვაქვეყნოთ ახალი მაჩვენებლები თავდაცვითი ხარჯების შესახებ. ალიანსის 23 წევრი წელს მშპ-ის ორ პროცენტს ან მეტს დახარჯავს თავდაცვაზე. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე ოთხი წლის წინანდელი რიცხვი და იმაზე მეტყველებს, რომ ალიანსს ევროპელი წევრები და კანადა ნამდვილად აძლიერებენ, იღებენ თავიანთ წილ პასუხისმგებლობას ნატოს ალიანსში ყველა ჩვენგანის დასაცავად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, უკრაინის მიმართ მოკავშირეების მხარდაჭერა რაც უფრო ძლიერი იქნება, „მით უფრო მალე შეიძლება დასრულდეს ომი“.

ინფორმაციისთვის, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამერიკაში ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები