„ომი დასავლურ ცივილიზაციასთან“ – იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელი ირანის მარიონეტების წინააღმდეგ ომშია ჩართული

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აშშ-ის კონგრესის წევრების ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა.

მინისტრმა დელეგაციას ისრაელის სამხრეთ და ჩრდილოეთ საზღვრებზე ოპერატიული და სტრატეგიული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ ისრაელი აგრძელებს თავისი მიზნების განხორციელებას ომში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ და იცავს თავის მოქალაქეებს „ჰეზბოლას“ ყოველდღიური თავდასხმებისგან.

„ისრაელი ჩართულია ომში ირანის მარიონეტების წინააღმდეგ – ომი დასავლურ ცივილიზაციასთან. შეერთებული შტატების მხარდაჭერა ყველა ფორმით გადამწყვეტია არა მხოლოდ ისრაელის გამარჯვებისთვის, არამედ ჩვენი საერთო მტრების შეკავებისთვისაც მთელ მსოფლიოში“, – განუცხადა გალანტმა დელეგაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები