სალივანი: პუტინმა ჩინეთს სთხოვა არ მიიღოს მონაწილეობა სამშვიდობო სამიტში

ჩინეთი არ მონაწილეობს შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტში, რადგან რუსეთის დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა ამის გაკეთება ჩინეთის ხელმძღვანელობას სთხოვა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„ცხადია, ჩინეთი არ იმყოფება შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტზე. მე ვფიქრობ, რომ ისინი აქ არ არიან, რადგან პუტინმა სთხოვა მათ არ მოსულიყვნენ და მათ აიღეს ვალდებულება პუტინის წინაშე”, – აღნიშნა სალივანმა.

მისი აზრით, აქედან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნები ჩინეთის პოზიციის შესახებ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, ეს რაღაცას ამბობს ჩინეთის პოზიციაზე რუსეთის ომთან დაკავშირებით უკრაინაში. ვფიქრობ, ქვეყნებმა ამას ყურადღება უნდა მიაქციონ”, – განაცხადა ბაიდენის მრჩეველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები