იტალიის პრემიერ-მინისტრი ჩინეთში ვიზიტს გეგმავს

FILE PHOTO: Italy's Prime Minister, Giorgia Meloni, attends the European leaders summit in Brussels, Belgium, February 9, 2023. REUTERS/Yves Herman/File Photo

იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მალონი, უახლოეს კვირებში, ჩინეთში ჩასვლას გეგმავს. ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაუარესების ფონზე განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას, Bloomberg-ი ავრცელებს.

მალონი გასული წლის ბოლოს გამოვიდა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის, ინიციატივიდან – „ერთი ქამარი, ერთი გზა“.

ერთ დროს იტალია იყო ერთადერთი G7 ქვეყნებიდან, რომელმაც ხელი მოაწერა გლობალურ ინფრასტრუქტურულ პაქტს, რომელიც მიზნად ისახავდა ჩინეთის გავლენის გაფართოებას. მალონიმ შეცვალა თავისი წინამორბედის ნაბიჯი, რამაც გამოიწვია აშშ-სა და მისი მოკავშირეების მნიშვნელოვანი აღშფოთება.

ქვეყანას ახლა სურს დაიწყოს ახალი ეტაპი იტალიასა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში და ინვესტირება მოახდინოს ორმხრივ პარტნიორობაში.

„ეს ნაბიჯი მელონისთვის შეიძლება პოლიტიკური გამარჯვება გახდეს, თუ ის მოახერხებს ჩინეთთან სავაჭრო კავშირების შენარჩუნებას, რაც მნიშვნელოვანია ბიზნეს საზოგადოებისთვის, და ასევე შეასრულებს  დაპირებას თავისი პარტიისთვის „იტალიის ძმებისთვის“, რომელსაც სურდა რომის გამოსვლა BRI-დან“, – იტყობინება სააგენტო „ბლუმბერგი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები