ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში G7-ის ლიდერების სამიტის ფარგლებში რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა Telegram-ზე განაცხადა.

ზელენსკიმ რომის პაპს უკრაინაში მშვიდობის დამყარებაზე ლოცვისთვის, უკრაინელ ხალხთან სულიერი სიახლოვისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგები, რუსული საჰაერო ტერორი და ენერგეტიკის სექტორში არსებული რთული ვითარება. ასევე, ვისაუბრეთ მშვიდობის ფორმულაზე, უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებაში წმინდა საყდრის როლსა და მშვიდობის გლობალური სამიტის მოლოდინებზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინა აფასებს ვატიკანის მონაწილეობას სამშვიდობო სამიტში და ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის დაახლოებას, განსაკუთრებით კი რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები