„ეს არის ულტიმატუმი“ – ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პუტინის წინადადებას ეხმაურება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არის ულტიმატუმი, რომლის ნდობაც შეუძლებელია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან, Sky TG24-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პუტინი არ შეწყვეტს სამხედრო შეტევას მაშინაც კი, თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

„ეს არის ულტიმატუმური მესიჯები, რომლებიც არაფრით განსხვავდება წარსულის მესიჯებისგან. ის არ გაჩერდება. ამიტომ ამ გზავნილებს არ უნდა ენდოთ“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

ცნობისთვის, კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ უკრაინის ოთხი ოლქი, ხოლო კიევმა უნდა განაცხადოს, რომ ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები