ცნობილი ორმაგი აგენტები – ხუან გარსია პუჟოლი და ჰუმამ ალ-ბალავი

ჩვენ მოგვწონს ფილმები ჯაშუშებზე, ორმაგ აგენტებზე, დევნაზე, საიდუმლო შეხვედრებზე, შიფრებსა თუ გამოცანებზე, სადაც თავი მთავარი მოქმედი გმირების ადგილას წარმოგვიდგენია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთათვის ეს რეალური, ყოველდღიური ცხოვრებაა. ისტორიაში არაერთი მაღალი დონის ჯაშუში და ორმაგი აგენტი არსებობდა და რასაკვირველია, მომავალშიც იარსებებს. გადავწყვიტეთ, პერიოდულად, რამდენიმე მათგანზე მოგიყვეთ. ჩვენ უკვე მოგიყევით ოლეგ პენკოვსკიზედუშან პოპოვსა და ოლდრიხ ეიმსზე, კიმ ფილბისა და არტურ ოუენსზე, დღეს კი, ჰუმამ ალ-ბალავისა და ხუან გარსია პუჟოლის შესახებ გიამბობთ.

ჰუმამ ალ-ბალავი

ჰუმამ ალ-ბალავის „ზიგზაგს“ ეძახდნენ, რადგან ის იყო არა ორმაგი, არამედ სამმაგი აგენტი. მას ამერიკელები მაშინ დაუკავშირდნენ, როცა სტამბოლში, სამედიცინო სწავლობდა. ალ-ბალავი არასდროს მალავდა თავის ექსტრემისტულ შეხედულებებს, ამიტომ CIA-მ გადაწყვიტა, რომ ორმაგი აგენტის როლისთვის ის იდეალური იქნებოდა.

მამაკაცი გაგზავნეს ავღანეთში, სადაც მას ალ-ქაიდასთან უნდა ეთანამშრომლა და ყველა ღირებული ინფორმაცია CIA-სთვის გადაეცა. დროთა განმავლობაში, ალ-ბალავიმ სრულად მოიპოვა ამერიკული მხარის ნდობა და პირობა დადო, რომ ტერორისტების ერთ-ერთი ლიდერის, აიმან ზავაჰირის შესახებ ინფორმაციას აგენტებს ჩემპენის ბაზაზე შეხვედრისას გადასცემდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ალ-ბალავი იქ მარტო არ მისულა – მან თან წაიღო რამდენიმე კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება. მამაკაცმა თავი აიფეთქა, მაგრამ ამავე დროს მოკლა CIA-ს 7 აგენტი და ორი ოფიცერი.

ხუან გარსია პუჟოლი

ხუან გარსია პუჟოლი შთამბეჭდავი თაღლითი, ჯაშუში და ავანტიურისტი იყო, რომელიც „წარმატებამდე“ სრულიად შემთხვევით მივიდა. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ის უბრალო გამყიდველად მუშაობდა და სურდა, ბრიტანულ ან ამერიკულ დაზვერვაში გაწევრიანებით, საკუთარი ცხოვრება გაეუმჯობესებინა. თუმცა, ინფორმაცია, რომელსაც  პუჟოლი მათ სთავაზობდა, სადაზვერვო სამსახურებისთვის საინტერესო არ იყო. შემდეგ, სასოწარკვეთილი, გერმანიას მიადგა.

გერმანულმა მხარემ მიიღო მისი წინადადება და ბრიტანეთში დაზვერვის ქსელის მოწყობა დაავალა. იგი შეიარაღდა რუკებით, სატელეფონო წიგნებით, სახელმძღვანელოებით და ზემდგომებისთვის გამოგონილი ინფორმაციის გადაცემა დაიწყო.

როდესაც გერმანელებმა მისი ტყუილის გამოაშკარავებაში დიდი თანხა დახარჯეს, პუჟოლით ბრიტანული დაზვერვა დაინტერესდა. ასე რომ, „ჯაშუშმა“ ახლა ბრიტანეთისთვის დაიწყო „მუშაობა“. მან განაგრძო ფიქციური სადაზვერვო ქსელის შემუშავება, რომელიც 27 თანამშრომლისგან შედგებოდა. პუჟოლისთვის „მუშაობდა“ ჰოლანდიელი სტიუარდესა, უელსელი და ამერიკელი ჯარისკაცები, ოფისის კლერკი და მრავალი სხვა… ნიჭიერი თაღლითის ტყუილი, მიუხედავად მისი ისტორიისა, ისევ ყველამ დაიჯერა. მან ბრიტანეთისგან და გერმანიისგან ორი ჯილდოს მიღებაც კი მოახერხა. 1945 წელს ხუან გარსია პუჟოლმა საკუთარი სიკვდილი გააყალბა და ვენესუელაში გადავიდა საცხოვრებლად. იქ მან გახსნა პატარა წიგნის მაღაზია და იცხოვრა კიდევ 40 წელიწადი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები