“ჩემთვის ისინი გმირები არიან, მიუხედავად იმისა, პრეზიდენტი გადასცემს თუ არა ღირსების ორდენს” – მანჯგალაძე ეროვნულ ნაკრებზე

“ქართული ოცნების” ლიდერები ეტენებიან ფეხბურთს”, – ასე უპასუხა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა სალომე ზურაბიშვილის იგნორს პაპუაშვილისა და კობახიძის წერილთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნული ნაკრებისა და სამწვრთნელო შტაბის ღირსების ორდენით დაჯილდოებას გულისხმობს.

“წარმოდგენა არ მაქვს, არ ვიცნობ ამ ინფორმაციას. ჩემთვის ისინი გმირები არიან, მიუხედავად იმისა, პრეზიდენტი გადასცემს თუ არა ღირსების ორდენს.

მე უმაღლეს ჯილდოს გადავცემდი ბიჭებს. ნამდვილად გმირობა არის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი წარმოაჩინეს სპორტში”, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები