ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი: უკრაინას შეუძლია დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის, კაისა ოლონგრენის განცხადებით, მისი სახელმწიფო უკრაინას მისცემს ნებართვას, გამოიყენოს „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დარტყმისთვის, – ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ისაუბრა.
როგორც ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა ინტერვიუში აღნიშნა, როდესაც უკრაინა „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს მიიღებს, მხოლოდ უკრაინელი სამხედროები გადაწყვეტენ, როგორ გამოიყენებენ აღნიშნულ იარაღს.
„თქვენ აწარმოებთ ომს აგრესორის წინააღმდეგ. გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის მიხედვით, ეს არის თავდაცვა. უკრაინა ვიდრე იგერიებს თავდასხმას და იცავს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს, თქვენ, ასევე შეგიძლიათ, დაარტყათ სამხედრო ობიექტებს საზღვრის მეორე მხარეს, თუ ეს საჭიროა თავდაცვის მიზნით. თქვენს სამხედროებს აქვთ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება“, – აღნიშნა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.