15-16 ივნისს ბათუმი „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლებს

15-16 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ საზეიმოდ გაიხსნება. ყველაზე ფერადი ფესტივალი, რომელსაც ბათუმი ყოველწლიურად მასპინძლობს, წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. ჩატარების ადგილის მსგავსად უცვლელი იქნება ფესტივალის სლოგანიც „ზაფხული იწყება აქ“. ულამაზესი საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ საფესტივალე სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ, დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ.

ფესტივალი 18:00 საათზე, დრამერების შოუთი და პანტომიმის მსახიობების კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნება. მუსიკალური პროგრამის პარალელურად, რომელსაც ადგილობრივი და მოწვეული ბენდები წარმოადგენენ, ბავშვებისთვის ჩატარდება თითების თეატრი, სთრით არტი, ილუზიონისტების შოუ, თიხის ძერწვის მასტერკლასები და სხვა საბავშვო აქტივობები. ფესტივალის სივრცეში 15-მდე ლაუნჯი და კაფე-ბარი სტუმრებს საზაფხულო მენიუს შესთავაზებს. იქვე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სივრცეც. ზაფხულის ფესტივალს წელსაც დაამშვენებს ფრანების შოუ. ფესტივალი გასული წლის მსგავსად ორდღიანი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები