ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

ქალაქ ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, ლაგოდეხის N1 და N3 საჯარო სკოლის, მოსწავლეების ორმოცამდე ნამუშევრის გამოფენა გაიმართა.
გამოფენას, მუნიციპაიტეტის მერთან ერთად, ხატვის მოყვარული მოქალაქეები დაესწრნენ.
“მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და მათში კრეატიული აზროვნების განვითარების მიზნით, მსგავსი საჯარო ნამუშევრების გამოფენა ეტაპობრივად გაიმართება. ბავშვების ინდივიდუალურმა ხედვამ, სტილმა, საგანგებოდ შერჩეულმა ფერთა გამამ, მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა ღონისძიება და ვფიქრობ, მრავალ, მხატვრობით დაინტერესებულ ადამიანს მოხიბლავს“, – აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი.
გამოფენა, ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მასში მხატვარი, ქეთევან მჭედლიშვილის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები