ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცოდნისკარში სახალხო დღესასწაული „ცოდნისკარობა“ აღნიშნეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში სახალხო დღესასწაული, „ცოდნისკარობა“ აღნიშნეს.
ახლადრეაბილიტირებულ
სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე, სოფლის ამსახველი ძველი და ახალი ფოტოებისა და ადგილობრივი მეწარმეების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა მოეწყო.
ცოდნისკარის თემის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა, სტუმრებს, საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
სპეციალურად ამ დღისთვის, ბავშვებისათვის გასართობი ატრაქციონები და სხვადასხვა აქტივობები გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, დავით ტუხაშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთსა და მკლავჭიდში ჩატარდა და მასში მუნიციპალიტეტის გუნდებმა და სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.
დღის ბოლოს, ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლები, მაყურებლის წინაშე, კონცერტით წარდგნენ.
ღონისძიება, ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას, მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები