პიტერ სიიარტომ დაადასტურა, რომ უნგრეთი სამშვიდობო სამიტს დაესწრება

პიტერ სიიარტომ დაადასტურა, რომ უნგრეთი 15 ივნისს დაგეგმილ სამშვიდობო სამიტს დაესწრება.

„კონფერენციაზე უნგრეთი წარმოდგენილი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ სანქტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე.

ინფორმაციისთვის, ორდღიანი გლობალური სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში 15 და 16 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები