ისტორიაში პირველად – ირანში საპრეზიდენტო კანდიდატად ქალი დარეგისტრირდა
ყოფილი ირანელი დეპუტატი, ზოჰრე ელაჰიანი ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელიც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად დარეგისტრირდა. ამის შესახებ Al Mayadeen იტყობინება.
„ჩემი მთავრობის დევიზია ჯანსაღი მთავრობა, ჯანსაღი ეკონომიკა და ჯანსაღი საზოგადოება“, – თქვა ელაჰიანმა.
საარჩევნო კამპანიას რამდენიმე ცნობილი ირანელი პოლიტიკური მოღვაწეც შეუერთდა, მათ შორის პარლამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ალი ლარიჯანი. მის გარდა, მომავალ არჩევნებზე კიდევ ერთი კანდიდატია, ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი, საიდ ჯალილი. იგი ცნობილია თავისი მტკიცე პოზიციით საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მოლაპარაკებებსა და ურთიერთობებზე დასავლეთთან და შეერთებულ შტატებთან.