ირანში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო

ირანში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

ირანმა ხუთდღიანი სარეგისტრაციო პერიოდი გახსნა იმ კანდიდატებისთვის, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ 28 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ხუთდღიანი პერიოდი პოტენციურ კანდიდატებად 40-დან 75 წლამდე ასაკის პირებს იხილავს, რომლებსაც მინიმუმ მაგისტრის ხარისხი აქვთ.

პრეზიდენტობის კანდიდატებს საბოლოოდ ირანის მეურვეთა საბჭო დაამტკიცებს, რომელიც 12 წევრისგან შედგება და ზედამხედველობას ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი უწევს.

ინფორმაციისთვის, არჩევნები მას მერე ტარდება, რაც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი და სხვა ოფიციალური პირები, 19 მაისს ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები