იოავ გალანტი: „ჰეზბოლას“ ლიდერი ლიბანს სასტიკ რეალობაში ითრევს

„ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა ლიბანს სასტიკ რეალობაში ითრევს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

„ისინი, ვინც ფასს გადაიხდიან, არიან ლიბანის მაცხოვრებლები და „ჰეზბოლას“ ძალები. ეს არის იგივე ნასრალა, რომელმაც ორი კვირის წინ განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ ტერორისტებს შორის მსხვერპლი არ არის.

დაღუპულია 320-ზე მეტი ტერორისტი, მათ შორის უფროსი ტერორისტები. თუ გააგრძელებთ, ჩვენ ესკალაციას მოვახდენთ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები