ისტორიაში პირველად – ჩინურმა სატვირთო ავტომობილებმა ევროპაში ტვირთის სატრანზიტო გადაზიდვა საქართველოს გავლით დაიწყეს

ყაზახეთმა და ჩინეთმა კურიკის ყაზახური პორტიდან ბაქოში და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ევროპაში ტვირთის სატრანზიტო ავტოგადაზიდვა სატესტო რეჟიმში დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქტაუში ყაზახეთ-ჩინეთის საგზაო ტრანსპორტის ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ისტორიაში პირველად კურიკისა და ბაქოს საზღვაო პორტების გავლით ტვირთის საცდელი სატრანზიტო ავტოტრანსპორტირება ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტით დაიწყო.

კერძოდ, პირველი სამი ჩინური სატვირთო ავტომობილი, რომლის წონაც 80 ტონას შეადგენდა, ჩინეთის სინცზიან-უიღურის ავტონომიური რაიონის ქალაქ ურუმჩიდან გავიდა და 23 მაისს კურიკის პორტში ბორანზე შევიდა, რომ ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტზე მგზავრობისთვის ბაქოში გადავიდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები