გაეროს სასამართლომ ისრაელს რაფაჰში სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ მოუწოდა

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ ისრაელმა რაფაჰში სამხედრო ოპერაცია უნდა შეწყვიტოს და ეგვიპტესთან გამშვები პუნქტი “რაფაჰი” ღიად დატოვოს.

გადაწყვეტილება სასამართლოს თავმჯდომარემ, ნავაფ სალამმა გაახმოვანა.

გენოციდის შესახებ კონვენციის შესაბამისად, ისრაელმა “დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო შეტევა და სხვა ქმედებები რაფაჰში”, რომლებიც შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ქალაქის მოსახლეობაზე.

ამის პარალელურად, პორტალი Ynet-ი წერს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ საკვანძო მინისტრებსა და იურისტებთან სასწრაფო სატელეფონო კონსულტაცია ჩანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები