Bloomberg: ევროკავშირი ირანის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს

ევროკავშირის ქვეყნები ირანის თავდაცვის მინისტრის, რეზა აშტიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ.

ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

შეზღუდვები შესაძლოა, დაწესდეს ახლო აღმოსავლეთსა და წითელ ზღვაში მოქმედი დაჯგუფების სამხედრო მხარდაჭერისთვის.

სავარაუდოა, რომ შეზღუდვა თეირანის წინააღმდეგაც გაფართოვდეს რუსეთისთვის დრონების მიწოდებისთვის, ასევე, რეგიონის ქვეყნებისთვის რაკეტებისა და დრონების მიწოდებისთვის.

სიაში მოხვდება ცხრა ფიზიკური და იურიდიული პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები