ანა ჩხაიძე: მიმდინარე ტურისტულ სეზონთან მიმართებით, ფრთხილი, ოპტიმისტური მიდგომა გვაქვს
მიმდინარე ტურისტულ სეზონთან მიმართებით ფრთხილი, ოპტიმისტური მიდგომა გვაქვს, – ამის შესახებ „ჰილტონის“ საოპერაციოს მენეჯერმა ანა ჩხაიძემ განაცხადა.
როგორც მან „კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, 2024 წლის დასაწყისიდან, შეინიშნება გარკვეულ სეგმენტებში მოთხოვნის ზრდა 2023 წელთან შედარებით.
„არსებული მდგომარეობით ტურისტული ნაკადის მოთხოვნა ბათუმში შეინიშნება ტრადიციული ბაზრებიდან, რაც რეგიონისთვის არის დამახასიათებელი: საქართველო, ისრაელი, თურქეთი და ასევე აზია, კერძოდ ინდოეთი და ჩინეთი.
2024 წლის დასაწყისიდან, შეინიშნება გარკვეულ სეგმენტებში მოთხოვნის ზრდა 2023 წელთან შედარებით.
თუ გადავხედავთ შემოსული მოთხოვნების რაოდენობას, შეგვიძლია ვთქვათ რომ სტუმართა რაოდენობა გაზრდილია“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო შემომავალ პარტნიორებთან და ონლაინ პლატფორმებთან და ვიმედოვნებთ, რომ სტაბილური სეზონი იქნება, სადაც მოგზაურები მოიხიბლებიან რეგიონის სილამაზით. შეიძლება ითქვას, რომ ფრთხილი ოპტიმისტური მიდგომა გვაქვს მიმდინარე სეზონთან მიმართებაში“, – განაცხადა ჩხაიძემ.