“ჯავშნები არ გაგვიუქმდა, Mercure და Swissotel-ი დატვირთულია” – მაკა ცხომელიძე

ჩვენ ჯავშნები არ გაგვიუქმდა, – აცხადებს სასტუმრო Mercure -ს, Swissotel Tbilisi-ს და ibis Styles-ის გაყიდვების დირექტორი, მაკა ცხომელიძე.

მისი განმარტებით, სასტუმრო Mercure-ს მაგალითზე, ჯავშნების რაოდენობა 20-22%-ითაა გაზრდილი.
„სასტუმრო Mercure-ს ძირითადად სტუმრები ჰყავს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან, ევროპიდან. ჩვენ ევროპული ბრენდი ვართ და ცნობადი ვართ ევროპულ ქვეყნებში.
რაც შეეხება Swissotel Tbilisi-ს აქ ჭარბობენ ევროპელები, სტუმრები მეზობელი ქვეყნებიდან: თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ჩვენ ჯავშნები არ გაგვიუქმდა, თუმცა, ახალი ჯავშნები ნაკლებია, ჯერჯერობით თავს იკავებენ.
თუ შევადარებთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, სასტუმრო Mercure-ს ჯავშნები გაზრდილია 20-22%-ით, მოლოდინი გვაქვს, რომ 25-30%-ით გაიზრდება ზაფხულში. ჩვენ კარგ სეზონს ველოდებით“, – ამბობს მაკა ცხომელიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები