დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება

დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.

სხდომის ჩატარების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, კომიტეტის გადაწყვეტილება პრესრელიზის სახით გამოქვეყნდება, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და აღწერილია ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია.

აღსანიშნავია, რომ წინა სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა და 8.25%-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები