„მოიტანე ბედნიერება“
თბილისის საეთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, მაყურებელი დღეს კიდევ ერთ ახალ სპექტაკლს იხილავს. „მოიტანე ბედნიერება“- ასე ჰქვია წარმოდგენას, რომლის დადგმა მსახიობთა გუნდს Ivisible Flock-ს, მუსიკალური გაფორმება კი ბრიტანულ ბენდს – Hope and Social-ს ეკუთვნის.
Bring the Happy არის წარმოდგენა, რომლის მიზანია, აღბეჭდოს რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე ბედნიერი წუთები და სასიამოვნო მოგონებები და განათავსოს ისინი ბედნიერების რუკაზე. Invisible Flock -ის წევრები 3D განზომილებაში შექმნიან ქალაქის უზარმაზარ რუკას და გეპატიჟებიან მის სანახავად. რუკის დათვალიერებისას ნახავთ, როდის არიან ადამიანები ბედნიერები. თქვენც, თქვენის მხრივ, გაიხსენებთ ბედნიერ მომენტებს თქვენი ცხოვრებიდან და ბედნიერების მონაცემთა ბაზას თქვენსას შემატებთ. საღამოში მონაწილეობენ მუსიკალური ბენდის – Hope & Social წევრებიც. მათი წყალობით წარმოდგენა ინტერაქტიული, მეგობრული და ძალიან ამაღელვებელი იქნება. მონაწილეებს შეუძლიათ წარმოთქვან სადღეგრძელოები, იცეკვონ, იტირონ ან იცინონ და ასე მიიღონ მონაწილეობა ბედნიერების ზეიმში. სპექტაკლი კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში 20.00 საათზე დაიწყება.