რა ურთიერთობა აქვს გენერალ ბორისოვს ასლან აბაშიძესთან?

   ასლან აბაშიძეს პატივს ვცემ და, რა თქმა უნდა, მაქვს მასთან ურთიერთობა,- ამის შესახებ სააგენტო „კვირას“ გენერალმა ვიაჩესლავ ბორისოვმა აცნობა. გენერლის განცხადებით, ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ ხელმძღვანელს წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ან ორჯერ ხვდება, თუმცა ტელეფონით ერთმანეთს ხშირად ეხმიანებიან. „მე, რა თქმა უნდა, მაქვს ურთიერთობა ასლან აბაშიძესთან. მართალია, ხშირად ვერ ვხვდებით, წელიწადი ერთი- ორჯერ ვნახულობ მხოლოდ, მაგრამ ვურეკავთ ერთმანეთს დაბადების დღეებსა და სხვადასხვა დღესასწაულზე. ის მშვიდად ცხოვრობს. აბაშიძეს ბოლოს რუსეთში მოკლულ გენერალ დუმბაძის ცხედრის გადასვენებაზე შევხვდი“, – განაცხადა გენერალმა ბორისოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები