ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპელ კოლეგებთან შეხვედრას მართავენ
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპელ კოლეგებს, კერძოდ, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდებიან.
საქართველოს დედაქალაქში იმყოფებიან, მათ შორის, გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის, ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები.
როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტია.
ამასთან, 13-15 მაისის ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან.