მათიკაშვილი: ძალიან უნდოდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ეს ადამიანი [უჩა აბაშიძე] როგორც გმირი, წარმოეჩინა, მაგრამ ყველა ხედავს, რომ კრიმინალია და სრული ამორალურობის მორევი

ძალიან უნდოდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ეს ადამიანი[უჩა აბაშიძე] როგორც გმირი, ისე წარმოეჩინა, მაგრამ ყველა ხედავს, რომ კრიმინალია და სრული ამორალურობის მორევი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას”  განუცხადა.

“ჩვენ ყველამ ვნახეთ ეს მძიმე კადრები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. ძალიან უნდოდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ეს ადამიანი როგორც გმირი, ისე წარმოეჩინა, მაგრამ ყველა ხედავს, რომ კრიმინალია და სრული ამორალურობის მორევი. ასეთი და მისი მსგავსი ადამიანების დაორგანიზებულია ეს აქციები. იქ ნაწილი ჩვენი საზოგადოების, სრულიად დეზინფორმაციული და ტყუილით ქუჩაში გამოსული. ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა, თუ ისინი ხელისუფლებაში არ იქნებიან. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მამოძრავებელი სულისკვეთება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები