შალვა პაპუაშვილი: როგორც პრემიერთან ინტერვიუს დროს იქცეოდნენ „ნაცმოძრაობის“ ჟურნალისტები, უკიდეგანოდ შორსაა ქართული ჟურნალისტიკისაგან – ეს არის საელჩოების, დონორების და ენჯეოების წლების მუშაობის შედეგი

ის, როგორც პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს დროს იქცეოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი ტელევიზიის ჟურნალისტი, უკიდეგანოდ შორსაა ქართული ჟურნალისტიკისა თუ ადამიანური ეთიკისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს არის საელჩოების, დონორების და „ენჯეოების“ წლების მუშაობის შედეგი. თან ეს ყველაფერი კეზერაშვილთან და სააკაშვილთან თანადაფინანსებით

„უნდა ვიცოდეთ ერთი რამ.

ის, როგორც პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს დროს იქცეოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი ტელევიზიის ჟურნალისტები, უკიდეგანოდ შორსაა ქართული ჟურნალისტიკისა თუ ადამიანური ეთიკისგან. ეს არის საელჩოების, დონორების და „ენჯეოების“ წლების მუშაობის შედეგი. თან ეს ყველაფერი კეზერაშვილთან და სააკაშვილთან თანადაფინანსებით.

გაუქმებული ჟურნალისტიკა!

P.S. ვიცი, რომ ამ ქვეყნის ნამდვილი ჟურნალისტები (თუნდაც ჩვენდამი კრიტიკულები) ამას ყველაფერს ხვდებიან, მაგრამ, უცხოელი დონორების კეთილგანწყობის დაკარგვის შიშით, ვერაფერს ამბობენ. ეს არის 21-ე საუკუნის საქართველოს რეალობა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები