გურჯაანში საბრძოლო დიდების მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი გავიდა. დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ გურჯაანში უცნობი ჯარისკაცის საფლავი და დიდების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანების საქმეთა კახეთის სამმართველოს უფროსთან თამაზ კალატოზიშვილთან ერთად, სოფელ ჭანდარში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 103 წლის მარიამ ბეჟაშვილს ესტუმრნენ, დღევანდელი დღე მიულოცეს.

„მარიამ ბეჟაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთადერთი ვეტერანია, რომელსაც მერიისგან საჩუქრად 500 ლარი, სახელმწიფოსგან კი 2000 ლარი გადაეცა. გიორგი მაჭავარიანი დიდების მემორიალზე შვილებთან ერთად მოვიდა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 1000 ლარს მიიღებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები